წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
კომპანია - შპს „ორი ნაბიჯი დელივერი“ (ს/კ: 406358230), ან მისი უფლებამონაცვლე;
კურიერი - ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს (მოიცავს როგორც მეწარმე ისე არამეწარმე ფიზიკურ პირს), რომელიც პლატფორმაზე განთავსებული მომხმარებლის შეკვეთის დადასტურებით კისრულობს ვალდებულებას, მომხმარებლებს მიაწოდოს შეკვეთა;
ობიექტი - ნიშნავს ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს ან სხვა სახის ოპერატორს, რომლის პროდუქციაც განთავსდება
პლატფორმაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით;
მომხმარებელი - ნიშნავს ნებისმიერ 18 წელს მიღწეულ პირს, რომელმაც პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის შეძენისა და მათი მიღების მიზნით განახორციელა შეკვეთა;
პლატფორმა - კომპანიის მფლობელობაში/მმართველობაში არსებული პლატფორმა (მოიცავს როგორც ვებ-გვერდს www.2nabiji.ge, ასევე მასთან დაკავშირებულ აპლიკაციებს) ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ობიექტებსა და კურიერებს. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ობიექტებისგან შეიძინონ პროდუქცია, ხოლო კურიერებს დაუკვეთონ მისი მიწოდება;
მიწოდების მომსახურება - კურიერების მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურება, რომლის საფუძველზეც
მომხმარებელი მის მისამართზე იღებს შესყიდულ პროდუქციას (შეკვეთას);
დასრულებული შეკვეთა - შეკვეთა, რომელიც მიიღო მომხმარებელმა და არ ექვემდებარება გაუქმებას;
მიწოდების საკომისიო - შეკვეთის მიწოდების საკომისიო, რომელსაც იხდის მომხმარებელი მიწოდების მომსახურების სანაცვლოდ;
მომხმარებლის სივრცე - მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე მითითებული ადგილი/ტერიტორია/მისამართი, სადაც უნდა
მოხდეს მისთვის შეკვეთის გადაცემა.
ზოგადი ინფორმაცია
კომპანია ფლობს და მართავს პლატფორმას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ობიექტებს, მომხმარებლებსა და კურიერებს, კერძოდ პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ობიექტებისგან შეიძინონ პლატფორმაზე განთავსებული პროდუქცია, ხოლო კურიერებს დაუკვეთონ მიწოდების მომსახურება, შესაბამისად, მომხმარებლები პროდუქციის შეძენისას, გარიგებაში შედიან ობიექტებთან, ხოლო მიწოდების მომსახურების შეძენისას - კურიერებთან.
მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობის ზოგადი პირობები
მომხმარებელს პლატფორმაზე რეგისტრაციით ქმნის მის პირად ანგარიშს, რომლის საშუალებითაც, შესაძლებლობა აქვს შეისყიდოს პლატფორმაზე განთავსებული ობიექტების პროდუქცია და მიიღოს შეძენილი პროდუქცია კურიერის საშუალებით;
მომხმარებელი პასუხისმგებელია მისი ანგარიშიდან განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე, შესაბამისად, ვალდებულია
პლატფორმის ანგარიშის მონაცემები შეინახოს კონფიდენციალურად;
პლატფორმაზე შეკვეთის განხორციელების მიზნით მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმის ინსტრუქციას და მოახდინოს პროდუქციის ღირებულების და მიწოდების მომსახურებისთვის გათვალისწინებული მიწოდების საკომისიოს გადახდა;
მომხმარებელი პლატფორმაზე შეკვეთის განხორციელებით გარიგებაში შედის ობიექტთან და კურიერთან, კომპანია პლატფორმის მეშვეობით მხოლოდ აკავშირებს მომხმარებელს ობიექტთან და კურიერთან და კომპანია არ წარმოადგენს მომხმარებელსა და ობიექტს შორის, ასევე მომხმარებელსა და კურიერს შორის დადებული გარიგების მხარეს;
პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის ფოტოსურათი შეიძლება არ შეესაბამებოდეს პროდუქტის რეალურ ვიზუალს, ვიზუალური განსხვავება არ მიიჩნევა პროდუქტის ნაკლად/ხარვეზად;
მომხმარებლის მიერ ასაწონი პროდუქტების შეკვეთის შემთხვევაში, წონაში შესაძლოა დაფიქსირდეს სხვაობა. მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციის წონასა და შეკვეთის გამზადებისას რეალურად აწონილი პროდუქციის წონას შორის სხვაობის არსებობისა, მოხდება მომხმარებელთან დაკავშირება და მასთან დაზუსტდება მისაწოდებელი პროდუქტის შესაძლო წონა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციის წონა შეკვეთის გამზადებისას რეალურად აწონილი პროდუქტის წონას აღემატება 10%-ის ფარგლებში, ასეთ შემთხვევაში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება მოხდება მასთან კომუნიკაციის გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში მოხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება რეალურად მისთვის მიწოდებული პროდუქტიის წონის შესაბამისი თანხა;
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის შეკვეთა გულისხმობს ისეთი პროდუქტის შეძენას, რომელიც ექვემდებარება რეგულირებას ან მის შეძენასთან/მოხმარებასთან/მიწოდებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით არსებობს შეზღუდვები, მომხმარებელი ვალდებულია მსგავსი პროდუქტების შეძენისას/მოხმარებისას/მიღებისიას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების დარღვევისას პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მომხმარებელი;
პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის/მომსახურების მიღებას მომხმარებელი შეძლებს პლატფორმაზე მის მიერ მითითებულ მისამართზე, პლატფორმაზე არსებული პირობების შესაბამისად;
პლატფრომის საშუალებით მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ირიცხება კომპანიის ანგარიშზე, რის შემდეგაც კომპანია მომხმარებლის მიერ შესყიდული პროდუქციისა და მიწოდების საკომისიოს დაფარვის მიზნით, ჩარიცხულ თანხას ანაწილებს ობიექტსა და კურიერს შორის;
მომხმარებლის მიერ პლატფორმის საშუალებით შესყიდული პროდუქციის მიწოდება მოხდება პროდუქციის ღირებულების და მიწოდების საკომისიოს გადახდიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) საათისა, ამასთან მომხარებელს შესაძლებლობა აქვს პლატფორმაზე დააფიქსიროს პროდუქციის მიღების მისთვის სასურველი დრო, რისი გათვალისწინებაც მოხდება მომხმარებლისთვის შეკვეთის მიწოდებისას, იმ დათქმით რომ კურიერს შეკვეთის მიწოდებისთვის შესაძლოა დასჭირდეს
1.5 (ერთი საათი და 30 წუთი) საათი;
პლატფორმის საშუალებით პროდუქციის/მომსახურების შეძენას მომხმარებელი შეძლებს პერიოდულად პლატფორმაზე
განთავსებულ სამუშაო საათებში;
პერიოდულად შესაძლოა მოხდეს კონკრეტულ დღეებზე ან/და მისამართებზე მომხმარებლის მიერ პლატფორმით
სარგებლობასთან დაკავშირებით შეზღუდვის დაწესება;
შეკვეთის მომხმარებლისთვის მიწოდება პლატფრმაზე განთავსებულ ვადაში შესაძლოა ვერ მოხდეს საგზაო მოძრაობის შეფერხების, უამინდომის, შეკვეთის დიდი მოცულობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო;
კომპანია იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ გააუქმოს მოხმარებლის შეკვეთა სრულად ან ნაწილობრივ;
იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმაზე არსებული ინფორმაციის მიუხედავად, ობიექტს კონკრეტული პროდუქტი არ აქვს მარაგში ან არსებობს პროდუქტზე დეფიციტი, მოხდება მომხმარებლთან დაკავშირება შეკვეთის მოდიფიცირების ან კონკრეტულ პროდუქტზე შეკვეთის გაუქმების თაობაზე და ამ გზით მოხდება მომხმარებლის შეკვეთაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;
მომხმარებელი პლატფორმაზე რეგისტრაციით თანხმობას აცხადებს, რომ კომპანია და მისი პარტნიორები დაუკავშირდნენ მას პლატფორმაზე დაფიქსირებულ საკონტაქტო მონაცემებზე ელ.ფოსტით, სმს ტექსტური შეტყობინებით, პლატფორმის შიდა მესენჯერით, ზარების მეშვეობით, რათა მომხმარებლისთვის მოხდეს სარეკლამო/მარკეტინგული წერილების, ტექსტური შეტყობინებების ან პლატფორმით სარგებლობიდან გამომდინარე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება, იმ შემთხვევაში თუ მომხარებელს არ სურს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაუკავშირდეს კომპანიას საკონტაქტო ელ. ფოსტაზე და უარი განაცხადოთ კომუნიკაციაზე;
პლატფორმაზე პერიოდულად შესაძლოა განისაზღვროს მომხმარებლის მიერ შესაძენი პროდუქციის ღირებულების მინიმალური ოდენობა. იმ შემხთვევაში, თუ მომხმარებლის შეკვეთა გულისხმობს ჯამურად პლატფორმის საშუალებით განსაზღვრულ მინიმალურ ღირებულებაზე ნაკლები ღირებულების პროდუქციის შეძენას, მომხარებლის შეკვეთის ღირებულების (მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება კონკრეტული პროდუქტების შეძენის შეკვეთა) დამრგვალება მოხდება პლატფორმაზე განსაზღვრულ მინიმალურ ღირებულებამდე;
მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებისთანავე შეამოწმოს შეკვეთა და არ ჩაიბაროს ნაკლის არსებობისას. იმ შემთვევაში, თუ მიღებულ შეკვეთას აქვს ფარული ნაკლი/ხარვეზი, რომლის შემჩნევაც ვერ მოხდებოდა შეკვეთის მიღებისას, მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას დაუკავშირდეს ნაკლის აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ, მაგრამ ნებისმიერ შემხვევაში არაუგვიანეს შეკვეთის მიღებიდან 15 წუთის განმავლობაში და კომპანიას საკონტაქტო ელ. ფოსტაზე ან პლატფორმის შიდა მესენჯერის საშუალებით გაუგზავნოს ხარვეზის/ნაკლის ამსახველი ფოტოები. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა პროდუქციის ხარვეზზე განაცხადა წინამდებარე პირობების შესაბამისად, კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული პროდუქტის ჩანაცვლებას ან/და მისი ღირებულების მომხმარებლისთვის დაბრუნებას, ნებისმიერ შემთვევაში კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლისგან დამატებით მოითხოვოს ხარვეზთან დაკავშირებული მტკიცებულებების გაგზავნა, ასევე ხარვეზის/ნაკლი მქონე პროდუქციის დაბრუნება;
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის კონკრეტული შეკვეთიდან გამომდინარე კომპანიას უწევს მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება, კომპანია მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნების დადასტურების მომენტიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში;
მომხმარებლის მიერ პლატფორმის საშუალებით შეძენილ პროდუქტებთან დაკავშირებით პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს ობიექტი. კომპანია პასუხს არ აგებს არასათანადო პროდუქციის მიწოდებაზე;
მომხმარებლის მიერ პლატფორმის საშუალებით შეძენილი მიწოდების მომსახურებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს კურიერი. კომპანია პასუხს არ აგებს მიწოდების მომსახურების შეუსრულებლობაზე (მათ შორის პროდუქტის დაგვიანებით მიწოდება-მიუწოდებლობაზე) ან/და ხარისხზე;
მომხმარებლის მიერ პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მოცულობიდან ან ზომიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს კურიერის საკომისიოს გაზრდა, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა ვერ თავსდება კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაში (იგულისხმება მათ შორის ორ ბორბლიანი სკუტერი) მიწოდების საკომისიო გაიზრდება დამატებით გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით, რის თაობაზეც, შეკვეთის ტრანსპორტირების დაწყებამდე ეცნობება მომხმარებელს;
მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე შეკვეთის განხორციელების შემდეგ შესაძლებელია მოხდეს მომხმარებლისთვის
მიწოდების მომსახურების გამწევი კურიერის ჩანაცვლება;
მომხმარებელი ვალდებულია:
პლატფორმით სარგებლობისას დაიცვას წინამდებარე წესები და პირობები, ასევე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა;
პლატფორმაზე შეკვეთის განხორციელების შემდეგ, ხელმისაწვდომი იყოს მის მიერ პლატფორმაზე დაფიქსირებულ საკონტაქტო ნომერზე, ასევე შეკვეთის მიღებისთვის პლატფორმაზე მითითებულ მისამართზე, წინააღმდეგ შემთხვევაში
მოხდება შეკვეთის გაუქმება, ხოლო მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა (როგორც პროდუქციის ღირებულება ასევე
მიწოდების საკომისიო) არ ექვემდებარება მისთვის დაბრუნებას;
საავტორო უფლებები
პლატფორმაზე განთავსებულ ყველა იმ მასალაზე, რომელიც ექვემდებარება საავტორო უფლებებით დაცვას, ვრცელდება კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების უფლება, მომხმარებელი აცხადებს, რომ არ ჩამოტვირთავს, გაავრცელებს და გამოიყენებს პირადი მიზნებისთვის პლატფორმაზე არსებულ მასალებს, ასევე არ განახორციელებს რაიმე ისეთ მოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს „საავტორო და მომიჯანავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა.
მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები
მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
არ არსებობს რაიმე გარიგება/პირობა ან/და არ არსებობს დოკუმენტი, ვალდებულება, გარემოება, რომელიც ხელს შეუშლის ან/და საფრთხეს შეუქმნის მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირდება პლატფორმაზე მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება და აკმაყოფილებს ყველა აუცილებელ პირობას (მათ შორის წარმოადგენს სრულწლოვან ქმედუნარიან პირს), რომ მან იკისროს და შეასრულოს პლატფორმით სარგებლობიდან გამოდმინარე ვალდებულებულებები;
კონფიდენციალურობა
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მხარეთათვის გახდება ცნობილი პლატფორმით სარგებლობის ან მისგან გამომდინარე, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, კონფიდენციალური ინფორმაცია არ გახადოს მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომი, ასევე არ გამოიყენოს პირადად. წინააღმდეგ შემთვევაში, კომპანია უფლებამოსილია უფლების დაცვის მიზნით, მიმართოს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს და მათ შორის მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
მომხმარებლის მიერ ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის ვალდებულება მოქმედებს მის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციის მომენტიდან და ნარჩუნდება მათ შორის პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტის შემდეგ (იგულისხმება ბოლო შეკვეთის განხორციელების მომენტი) 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევად არ მიიჩნევა მისი გამჟღვნება შესაბამისი მხარის კონტრაქტორისთვის და მასთან დაკავშირებული პირებისათვის, ფინანსური, საგადასახადო, სამართლებრივი თუ სხვა სახის კონსულტანტებისათვის, თუ ამგვარი გამჟღავნება ხდება კონფიდენციალობის დაცვის პირობით, ასევე იმ შემთხვევებზე, როცა მხარეს მოეთხოვება ინფორმაციის გამჟღავნება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
მონაცემების დამუშავება
კომპანია უფლებამოსილია პლატფორმით სარგებლობის სრულყოფის/მოქნილობისა და პლატფორმით მოსარგებლე პირების უფლებების დაცვის მიზნით, დაამუშაოს/გამოიყენოს მოხმარებლის მიერ პლატფორმაზე დაფიქსირებული/განთავსებული მონაცემები, მათ შორის მოახდინოს მომხმარებლისთვის მარკეტინგული სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა, კომპანია ასევე უფლებამოსილია პარტნიორ სუბიექტებს მიაწოდოს მომხმარებლის მონაცემები მარკეტინგული/სარეკლამო შეთავაზებების განხორციელების მიზნით და სხვა;
პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ კომპანია ახდენს მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული/დაფიქსირებული მონაცემების/ინფორმაციის შეგროვებას, კომპანია ასევე აგროვებს მომხმარებლის იმ მონაცემებს რომელთა გამჟღავნებისა და დამუშავების უფლებაც მომხმარებელმა მიანიჭა მესამე პირებს;
პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია მომხმარებელმა კომპანიისათვის ასევე (შესასრულებელი ამოცანის მიხედვით ობიექტისა და კურიერისთვის) ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საკონტაქტო ნომერი და ინფორმაცია შეკვეთის შესახებ;
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს მის მიერ პლატფორმის საშუალებით გამჟღავნებული
მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, ასევე ანგარიშის გაუქმება და მისი პერსონალური მონაცემების წაშლა პლატფორმის ანგარიშის გვერდიდან;
მომხმარებლის მიერ ე.წ. ბრაუზერის გამოყენების შემთხვევაში, კომპანია ავტომატურად მიიღებს ტექნიკურ
სიგნალს/ინფორმაციას, მომხმარებლის მიერ გამოყენებულ კომპიუტერულ მოწყობილობასა თუ პროგრამაზე;
კომპანიის, ასევე კომპანიის პარტნიორი სუბიექტების მიერ ინფორმაციის შესაგროვებლად ხდება ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება როგორიცაა cookies, pixels, scripts და სხვა. აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლის ბრაუზერიდან ან მოწყობილობიდან, კომპანია აგროვებს ინფორმაციას, პლატფორმის გამოყენების შესახებ და ამ გზით მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს მომხმარებლისათვის პერიოდულად სხვადასხვა შეთავაზების გაკეთების მიზნით;
მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენების შესახებ ინფორმაციას ინახავს კომპანიის ე.წ. “სერვერი”. ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა: მოწყობილობის IP მისამართი, ბრაუზერის შესახებ ინფორმაცია, საოპერაციო სისტემის ტიპი;
კომპანიამ შესაძლოა გამოიყენოს სხვადასხვა სარეკლამო კამპანია, რათა მომხმარებელს შესთავაზოს მის ინტერესებზე მორგებული რეკლამა. კომპანია აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან მათ შორის ბრაუზერებიდან, რათა რეკლამა/მომხმარებლისთვის გაკეთებული შეთავაზებები შეესაბამებოდეს მომხმარებლის ინტერესებს;
კომპანიამ შესაძლოა შეაგროვოს და გამოიყენოს მომხმარებლის ინფორმაცია, სხვადასხვა მიზნით, მათ შორის: ა) პლატფორმით სარგებლობის მოქნილობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
ბ) საგადახდო ოპერატორებიგან მომხმარებლის მიერ გადახდილი ღირებულების მიღების მიზნით;
გ) მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით, მათ შორის სიახლეების, აქციებისა და მომხმარებლისთვის საინტერესო შეთავაზებების გამოგზავნისთვის.
კომპანიამ შესაძლოა მომხმარებლის ინფორმაცია გაუზიაროს კურიერებს, ობიექტებს, SMS მომსახურების გამწევ პირებს,
მარკეტინგული/ანალიტიკური მომსახურების გამწევ სუბიექტებს, რათა მოხდეს მოხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობის ხელშეწყობა, გაუმჯობესება, ან მომხმარებლისთვის სხვადასხვა შეთავაზების გაკეთება, აღნიშნული პირებისათვის ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება კონკრეტული მიზნით, შესაბამისი კონფიდენციალურობის დაცვისთვის სათანადო პირობის გათვალისწინებით;
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ფარგლებში, ან მასთან დაკავშირებით ხდება რეორგანიზაცია, ან სუბიექტის სამართლებრივ ფორმაში/შინაარსში შედის ცვლილება (წილების გაყიდვა და სხვა), კომპანიამ შესაძლოა რეორგანიზაციის პროცესში ჩართულ პირებს მიაწოდოს მის მიერ დამუშავებული ინფორმაცია, აღნიშნულ პირებთან შესაბამისი კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველმყოფი პირობების გათვალისწინების საფუძველზე;
პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტა/შეჩერება
პლატფორმით სარგებლობიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით მომხმარებლისა და კომპანიის ურთიერთობა წარმოიშვება მომხმარებლის მიერ პლატფრომაზე რეგისტრაციის მომენტიდან;
კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელთან პლატფორმით სარგებლობიდან და მასთან დაკავშირებით არსებული ურთიერთობა შეწყვიტოს თუ:
მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებსა და პირობებს;
მომხმარებელი ახორციელებს კანონმდებლობით აკრძალულ ან ამორალურ ქმედებას;
კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად, ნებისმიერ დროს მომხმარებლისათვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს მომხმარებელს პლატფორმით სარგებლობა;
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, კომპანიის მიერ მოხმარებლისთვის პლატფორმით სარგებლობის ცალმხრივად, შეწყვეტისათვის/შეზღუდვისთვის კომპანიას არ შეიძლება დაეიკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა (მათ შორის ზიანის (ზარალის) ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით);
მხარეები თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ მიუხედავად ურთიერთობის შეწყვეტისა, შესაბამისი ვადით, ძალაში რჩება წინამდებარე სარგებლობის/განაცხადის პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი შეუსრულებელი ვალდებულება და მასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ასევე ნებისმიერი პირობა, რომელიც ითვალისწინებს მხარის/მხარეთა განგრძობად ვალდებულებას/უფლებას.
კომუნიკაცია
მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს საფოსტო გზავნილის საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც ან/და პლატფორმის საშუალებით;
შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ. თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – ჩაბარების დადასტურების დღეს;
შეტყობინების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში გაგზავნის თარიღიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ პლატფორმით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით. მომხმარებელი ვალდებულია მისამართების ან მისი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს კომპანიას წინააღმდეგ
შემთხვევაში, კომპანიის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
ფორს-მაჟორი
პლატფორმით სარგებლობის წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისთვის არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს მხარეს თუ აღნიშნული გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით.
ფორს-მაჟორად მიიჩვენა ისეთი განსაკუთრებული გარემოება, რომლის წინასწარ განჭვრეტა ან თავიდან აცილება არ შეეძლო მხარეს გონივრული ზომების მიღებით. ფორს-მაჟორული გარემოებებია: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა ან/და სხვა სტიქიური უბედურება, ომი, სამხედრო მოქმედება, გაფიცვა, აჯანყება, სამთავრობო მოქმედებები ან სხვა მსგავი ვითარება/გარემოება.
მხარე, რომელიც ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის გამო, გათავისუფლდება ვალდებულებების შესრულებისაგან მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ფორს-მაჟორული გარემოება ხელს უშლის მის მიერ ვალდებულებების შესრულებას.
მხარეს, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულება ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის გამო, გონივრულ ფარგლებში გაუგრძელდება ვადა ამ ვალდებულებების შესასრულებლად. ამასთან, თუ ფორს-მაჟორული გარემოება იმოქმედებს 1 (ერთი) თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, თითოეული მხარე უფლებამოსილი იქნება ვადამდე შეწყვიტოს მხარესთან არსებული ურთიერთობა.
კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
პლატფორმით სარგებლობასთან ან მისგან გამომდინარე ყველა საკითხი, რომელიც რეგულირებული არ არის წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
ყველა დავა, რომელიც წარმოიქმნება კომპანიასა და მოხმარებელს შორის პლატფორმიდან გამომდინარე ან მასთან
დაკავშირებით გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო კომპანიის იურიდიული მისამართის მიხედვით;
დასკვნითი დებულებები
11.1. კომპანია უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ მოახდინოს წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანა. შეტანილი ცვლილებების გამოქვეყნება მოხდება პლატფორმაზე. იმ შემთხვევაში, თუ წესებსა და პირობებში ხდება ისეთი არსებითი ცვლილებების შეტანა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მომხმარებლის უფლებებზე, აღნიშნული ცვლილების თაობაზე, ცვლილებების ძალაში შესვლამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე, პლატფორმის ან/და პლატფორმაზე მითითებული ელ. ფოსტის მეშვეობით ეცნობება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღის შემდგომაც პლატფორმაზე განათავსებს შეკვეთებს, მიიჩნევა რომ იგი სრულად ეთანხმება შეტანილ ცვლილებებს;
პლატფორმით სარგებლობასთან ან მისგან გამომდინარე ყველა საკითხი, რომელიც რეგულირებული არ არის წინამდებარე
წესებითა და პირობებით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მომხმარებელს შეუძლია კომპანიას მიმართონ შემდეგ საკონტაქტო ელ. ფოსტაზე: delivery@orinabiji.ge;